ოლიმპიადის საგზურების მოპოვების ბოლო შანსი - გოგავა, ლომთაძე და ამინაშვილი დღეს სოფიაში იჭიდავებენ #1TVSPORT
ექვსი მაისიდან ცხრა მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს – საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები – ოთარ გოგავა (57 კგ.), ბექა ლომთაძე (65 კგ.) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას დღეს შეეცდებიან.
ოთარ გოგავა საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილის შეხვდება. ბექა ლომთაძე ასევე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ტურნირში და კანადელ ვილიამსს დაუპირისპირდება. სანდრო ამინაშვილი პირველ შეხვედრაში ბულგარელ მაგამაევთან იჭდავებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ექვს და შვიდ მაისს ასპარეზობენ. წინასწარი შეხვედრები 11:00-ზე, ნახევარფინალები კი 20:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 74, 97, 125 კგ. წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სოფიაში 8-9 მაისს იასპარეზებენ.