ქართველი სპორტსმენები ტოკიო 2020-ზე #1TVSPORT
ქართველი სპორტსმენები ტოკიო 2020-ზე #1TVSPORT

ოლიმპიურ თამაშების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ტოკიო 2020-ზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი ათლეტით იქნება წარმოდგენილი.

ქართველი სპორტსმენები საკუთარ ძალებს მხოლოდ ინდივიდუალურ სახეობებში მოსინჯავენ, გუნდურ შეჯიბრზე მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ გუნდს ჰქონდა და მათ ამ მიზნის მისაღწევად მცირედი დააკლდათ.

საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი მსაჯით იქნება წარმოდგენილი ესენი არიან:

ვლადიმერ ნუცუბიძე (ძიუდო), რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა), ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში) და ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში).

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იქნება 23 ქართველი მწვრთნელი.

24 ივლისიდან 31 ივლისამდე საკუთარ ძალებს ძიუდოისტები მოსინჯავენ. ოლიმპიურ ტატამზე 31 ივლისს მედლების კომპლექტი შერეულ გუნდურ სახეობაში გათამაშდება და სამწუხაროა, რომ აქ ქართველი ძიუდოისტები ვერ იჭიდავებენ.

ძიუდო:

24 ივლისი – ლუხუმ ჩხვიმიანი-(60 კგ.)

25 ივლისი – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.).

25 ივლისი – ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.)

26 ივლისი – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

26 ივლისი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

27 ივლისი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

28 ივლისი – ლაშა ბექაური (90 კგ.)

29 ივლისი – ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

30 ივლისი – გურამ თუშიშვილი-(+100 კგ.)

ტყვიით სროლა:

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე რიგით მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე მოსინჯავს საკუთარ ძალებს.

25 ივლისი – ნინო სალუქვაძე (10მ. პნევმატური იარაღიდან სროლა)

ძალოსნობა:

ძალოსნობაში ოლიმპიური მედლები ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში გაიმართება.

25 ივლისი – შოთა მიშველიძე (61 კგ.)

25 ივლისი – გოგა ჩხეიძე (67 კგ.)

ძალოსანთა ტურნირზე 29 და 30 ივლისს შესვენება გამოცხადება.

31 ივლისი – ანტონ პლესნოი (96 კგ.)

4 აგვისტო – ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

ფარიკაობა:

24 ივლისი – სანდრო ბაზაძე (ხმალი)

ჩოგბურთი:

24-25 ივლისი – ნიკოლოზ ბასილაშვილი (პირველი წრე).

არიაკეს ჩოგბურთის პარკში ვაჟთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი პირველ ივლისს გამოვლინდება.

მხატვრული ტანვარჯიში:

25 ივლისი – სალომე ფაჟავა (საკვალიფიკაციო შეჯიბრი).

29 ივლისი – ფინალური შეჯიბრი.

ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა:

ძიუდოისტების შემდეგ „მაკუჰარი მესე ჰოლში“ ოლიმპიური მედლები ჭიდაობაში გათამაშდება და თავდაპირველად ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. სამწუხაროა, რომ თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებები არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

1 აგვისტო – იაკობ ქაჯაია. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (+130 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

2 აგვისტო – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (+130 კგ.)

ფინალური ბლოკი.

2 აგვისტო – გიორგი მელია. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (97 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

3 აგვისტო – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (97 კგ.)

ფინალური ბლოკი.

3 აგვისტო – რამაზ ზოიძე. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (67 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

3 აგვისტო – ლაშა გობაძე. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (87 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

4 აგვისტო – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (67 კგ.)

ფინალური ბლოკი.

4 აგვისტო – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. (87 კგ.)

ფინალური ბლოკი.

5 აგვისტო – ავთანდილ კენჭაძე. თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

5 აგვისტო – გენო პეტრიაშვილი. თავისუფალი ჭიდაობა. (125 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

6 აგვისტო – თავისუფალი ჭიდაობა. (74 კგ.)

ფინალური ბლოკი.

6 აგვისტო- თავისუფალი ჭიდაობა. (125 კგ.)

ფინალური ბლოკი.

6 აგვისტო – ელიზბარ ოდიკაძე-თავისუფალი ჭიდაობა. (97 კგ.)

წინასწარი შეხვედრები.

7 აგვისტო – თავისუფალი ჭიდაობა. (97კგ)

ფინალური ბლოკი.

კრივი:

კრივში ოლიმპიური შეჯიბრი „კოკუგიკანზე“ გაიმართება. ეს დარბაზში მთელს მსოფლიოში სუმოსთან არის ასოცირებული. აქ საქართველოს ღირსებას სამი მოკრივე დაიცავს.

24 ივლისი – ესკერხან მადიევი (69 კგ.) – 1/16 ფინალი.

26 ივლისი – სახილ ალახვერდოვი (52 კგ.) – 1/16 ფინალი.

26 ივლისი – გიორგი ხარაბაძე (75 კგ.) – 1/16 ფინალი.

მძლეოსნობა:

30 ივლისი – სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). საკვალიფიკაციო.

31 ივლისი – ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). საკვალიფიკაციო.

3 აგვისტო – გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). საკვალიფიკაციო.

3 აგვისტო – ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). საკვალიფიკაციო.

3 აგვისტო – ლაშა ღულელაური (სამხტომი). საკვალიფიკაციო.

ცურვა:

ცურვაში საქართველოს მარიამ იმნაძე და ირაკლი რევიშვილი წარმოადგენენ. ტოკიოში გამგზავრებამდე მწვრთნელებმა დავით აბესაძე რომელიც ლიცენზიის მფლობელი იყო ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს.

24 ივლისი – ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი). წინასწარი.

28 ივლისი – მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). წინასწარი.

კარატე:

გოგიტა არქანია (კუმიტე 75 კგ.) – წინასწარი.

დატოვე კომენტარი