ფეხბურთს ოლიმპიური პროგრამიდან ამოღების საფრთხე დაემუქრა #1TVSPORT
ფეხბურთს ოლიმპიური პროგრამიდან ამოღების საფრთხე დაემუქრა #1TVSPORT

საფეხბურთო ტურნირი, შესაძლოა, ამოიღონ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან, თუ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გადაწყვეტს მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა სპორტის სახეობების სია, რომლებიც რეკომენდებულია 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის. ფეხბურთი შესულია ამ სიაში, მაგრამ ამას გარკვეული შენიშვნაც ახლავს თან – „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დააკვირდება ცვლილებებს ფეხბურთის საერთაშორისო კალენდარში“.

შეგახსენებთ, რომ ფიფა აქტიურ პროპაგანდას უწევს არსენ ვენგერის იდეას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ.