ოლაფ შოლცი - ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის, მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს
ოლაფ შოლცი - ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის, მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემმა მეგობარმა, ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ოლაფ შოლცი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.