ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის არის ცუდი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის არის ცუდი.
როგორც შოლცმა განმარტა, ულტრამემარჯვენე პარტიების მიღწევები შემაშფოთებელია და ეს არ უნდა ნორმალიზდეს.
„ჩვენი მისია ყოველთვის უნდა იყოს მათი უკან დახევა და იმის უზრუნველყოფა, რომ არსებობდეს უმრავლესობა იმ პარტიების სასარგებლოდ, რომლებმაც აიღეს მკაფიო ვალდებულება ჩვენი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მიმართ, იმის მიმართ, რაც ჯერ კიდევ განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც ევროკავშირს“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ის ევროკავშირის ხელმძღვანელობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მომხრეა და დასძინა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტში დემოკრატიული პარტიების დემოკრატიულ უმრავლესობას უნდა დაეყრდნოს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ დაიკავა.