ოკუპირებული გალის რაიონი სრულად ჩაიკეტა
ოკუპირებული გალის რაიონი სრულად ჩაიკეტა

ოკუპირებული გალის რაიონი მთლიანად ჩაიკეტა. ჩაკეტილია მიმოსვლა ოჩამჩირის რაიონთან, ასევე მაღალი ზონის სოფლებთან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მიიღო. რაიონის სრული იზოლაციის მიზეზად კორონავირუსით ქალის ინფიცირება სახელდება, რომელიც ამჟამად ზუგდიდის კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობა უტარდება.

მანამდე, 29 მარტიდან ოკუპირებულ გალის რაიონში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.