ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან ნათესავმა მიიყვანა, იქიდან კი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ქალს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.