ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს
ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს

კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები წერენ.

არსებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი შუაღამიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს.