ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში მასობრივი მკვლელობები 24 წლის კონორ ბეტსმა მოაწყო
ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში მასობრივი მკვლელობები 24 წლის კონორ ბეტსმა მოაწყო

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში მასობრივი მკვლელობები 24 წლის კონორ ბეტსმა მოაწყო. ქალაქ დეიტონის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ოჰაიოს შტატის ქალაქ ბელბრუკში ცხოვრობდა.

სამართალდამცველებმა კონორ ბეტსის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად ჩანაწერები აღმოაჩინეს, რომელიც ხალხის მკვლელობებისადმი მის ინტერესს ამტკიცებს.

დეიტონის პოლიცია მკვლელობის მოტივების დასადგენად ათობით ადამიანის გამოკითხვას აწარმოებს და ელექტრომოწყობილობებს ამოწმებს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის და და მისი მეგობარი პოლიციამ ავტომობილში ჩაცხრილულები აღმოაჩინა.

ქალაქ დეიტონში 3 აგვისტოს ღამით მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. პოლიციამ 24 წლის კონორ ბეტსის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოახდინა. თავდამსხმელს ჯავშანჟილეტი ეცვა.