ოჰაიოს შტატში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 27 ადამიანი
ოჰაიოს შტატში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 27 ადამიანი

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშვებულია 27 ადამიანი. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაღუპულთა შორის არის თავდამსხმელი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის 20 წლის იყო.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში მომხდარი თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდაპირველად სროლა ტეხასში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა 20 ადამიანი მოკლა. თავდამასხმელი პოლიციამ დააკავა. 13 საათის შემდეგ კი, შეიარაღებული თავდახმა ოჰაიოში მოხდა.