ადგილობრივი პოლიცია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მკვლელობას სამეცნიერო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს
ადგილობრივი პოლიცია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მკვლელობას სამეცნიერო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს

აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, ბინგ ლიუს მკვლელობას მის სამეცნიერო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს, – როგორც პიტსბურგის უნივერსიტეტის გამოცემა წერს, ამის შესახებ პოლიციის სერჟანტმა, ბრაიან კოლჰეპმა განაცხადა. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ მკვლელობის მოტივი პირადი უთანხმოება გახდა.

„ჩვენ არანაირი მტკიცებულებები აღმოგვიჩენია, რომ ამ ტრაგიკულ მოვლენას რამე საერთო აქვს პიტსბურგის უნივერსიტეტში მოკლულის მუშაობასთან და აშშ-ისა და მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროს ამჟამინდელ კრიზისთან“, – განაცხადა პიტსბურგის პოლიციის სერჟანტმა.

მკვლელობა 2 მაისს მოხდა. პროფესორი, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. პოლიციის ცნობით, 46 წლის მამაკაცმა, ჰაო გუმ პროფესორი მოკლა, შემდეგ საკუთარ მანქანაში დაბრუნდა და თავი მოიკლა. გამოძიების ვერსიით, ორი მამაკაცი ერთმანეთს იცნობდა. ბინაში კონფრონტაციის კვალი არ ყოფილა და სახლიდან არაფერი მოუპარავთ.
პროფესორის მკვლელობასთან დაკავშირებით, პიტსბურგის უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს ბინგ ლიუს ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

ბინგი კორონავირუსის ინფექციის უჯრედული მექანიზმებისა და შემდეგი გართულებების ამოსახსნელად მნიშვნელოვანი აღმოჩენების ზღვარზე იყო“, -ნათქვამია მისი კოლეგების განცხადებაში.