„ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე „ტოტენჰემში“ გადავიდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას, – წერს ლონდინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
27 წლის გერმანელი უკვე თამაშობდა ინგლისში – 2020-22 წლებში „ჩელსის“ შემადგენლობაში. ლონდონელთა რიგებში ჩატარებულ 89 მატჩში მან 23 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში ვერნერმა „ლაიპციგში“ 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.