ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რასმუს ჰოილუნდი გაიფორმა #1TVSPORT
ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მხარეებმა გააფორმეს ხუთწლიანი კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივების ოპციით. ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.
20 წლის ფეხბურთელმა კარიერა „კოპენჰაგენში“ დაიწყო, სადაც 32 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. 2022 წლის პირველი ნახევარი მან ავსტრიის „შტურმში“ გაატარა, რომლის რიგებში 21 მატჩში 12 გოლი მიითვალა.
ნახევარი წლის შემდეგ ჰოილუნდი „ატალანტამ“ შეიძინა. ამ გუნდში ჩატარებულ 34 მატჩში ფორვარდმა 10-ჯერ გაიტანა.
დანიის ნაკრებში ჰოილუნდს ექვს მატჩში ექვსი გოლი აქვს გატანილი.