ოფიციალურად - ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა ნიუ იორკში არ გაიმართება
ოფიციალურად - ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა ნიუ იორკში არ გაიმართება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტის დაუღალავი მცდელობების შედეგად ორგანიზაცია 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის შენარჩუნებას და დროულად ჩატარებას ცდილობენ. როგორც რამდენიმე წუთის წინა ცნობილი გახდა UFC 249 ბრუკლინში ოფიციალურად აღარ გაიმართება.

გუშინ დანა ვაიტმა SportsCenter-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრძოლა აუცილებლად დათქმულ ვადებში გაიმართება.

„მიუხედავად იმისა, რომ 3 მომდევნო ღონისძიება გავაუქმეთ, ტონისა და ხაბიბის ბრძოლა დროულად შედგება. ჩვენ მივყვებით კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას და ყველა არსებულ რესურსს გამოვიყენებთ, რომ გულშემატკივარს ერთელ და სამუდამოდ ეს ბრძოლა შევთავაზოთ. შესაძლოა ქარდი ამერიკიდან სხვა ქვეყანშიც კი გადავიტანოთ“, – განაცხადა დანამ.