ოფიციალურად – იბრაჰიმოვიჩი “ლოს ანჯელესის” მოთამაშე გახდა (ვიდეო)

21:53, 23.03.2018

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა და კარიერას MLS-ის კლუბ “ლოს ანჯელეს გელაქსიში” გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია  “გელაქსის” ოფიციალურმა “ტვიტერმა” ვიდეორგოლით დაადასტურა, რომელშიც იბრაჰიმოვიჩი ლომთან ერთად მოაბიჯებს და ამბობს: “ლოს ანჯელესო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ზლატანთან”.

https://twitter.com/LAGalaxy/status/977197586607046656

ამ სეზონში შვედმა ფორვარდმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა – ინგლისის ლიგის თასზე ქვედალიგელ “ბრისტოლის” კარში.

მსგავსი