„ბარსელონა“ ხულიან ალვარესის საქმეზე 602 ევროთი დააჯარიმეს #1TVSPORT

19:20, 27.10.2026

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელთან, ხულიან ალვარესთან დაკავშირებული საქმის გამო 602 ევროთი დააჯარიმა, – ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მადრიდულმა კლუბმა კატალონიელებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში უჩივლა. „ატლეტიკოს“ მტკიცებით, „ბარსელონა“ არგენტინელ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს კლუბის ნებართვის გარეშე აწარმოებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა.

ფედერაციამ ივლისში დაწყებული დისციპლინური საქმის განხილვა დაასრულა და „ბარსელონას“ 602 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება დისციპლინური კოდექსის 133-ე მუხლის საფუძველზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ანალოგიური შემთხვევა ანტუან გრიზმანის ტრანსფერს უკავშირდებოდა. მაშინაც „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ უჩივლა, თუმცა კატალონიური კლუბი მხოლოდ 300 ევროთი დაჯარიმდა.

მსგავსი