მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ მაიკლ კერიკის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისელი სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება, – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ 45 წლის მწვრთნელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ბოლო რვა შეხვედრაში გამარჯვება არ მოუპოვებია.
პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ბორნმუთთან“ 0:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ კერიკის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, კერიკი გუნდს მომდევნო შეხვედრაშიც უხელმძღვანელებს – 31 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. თუმცა წარუმატებელი შედეგების გაგრძელების შემთხვევაში მისი მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.