გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT

11:50, 28.10.2026

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი განახლდა და 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა – ახალი მონაცემები „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.

ესპანეთის ჩემპიონატში სტაბილურად კარგი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ თავდამსხმელის ფასმა 10 მილიონი ევროთი მოიმატა.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი