ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა და კარიერას MLS-ის კლუბ “ლოს ანჯელეს გელაქსიში” გააგრძელებს.
ეს ინფორმაცია “გელაქსის” ოფიციალურმა “ტვიტერმა” ვიდეორგოლით დაადასტურა, რომელშიც იბრაჰიმოვიჩი ლომთან ერთად მოაბიჯებს და ამბობს: “ლოს ანჯელესო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ზლატანთან”.
ამ სეზონში შვედმა ფორვარდმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა – ინგლისის ლიგის თასზე ქვედალიგელ “ბრისტოლის” კარში.