ოფიციალურად - ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი გაუქმებულია
ოფიციალურად - ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი გაუქმებულია

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა შვეიცარიაში მსოფლიოს ჩემპიონატის გაუქმების შესახებ, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა.

„ეს არის სასტიკი რეალობა საერთაშორისო ჰოკეისთვის, მაგრამ ჩვენ ის უნდა მივიღოთ. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მის მოსაგვარებლად სერიოზული ძალისხმევაა საჭირო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ამ ბრძოლას. დროებით სპორტი გვერდით უნდა გადავდოთ და მხარი დავუჭიროთ სახელმწიფო ორგანოებს”, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გამართულიყო 8-24 მაისს შვეიცარიის ორ ქალაქში – ციურიხსა და ლოზანაში. მოქმედი ჩემპიონია ფინეთის ნაკრები.