ოფიციალურად - დე პაული „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - დე პაული „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „უდინეზეს“ ნახევარმცველის როდრიგო დე პაულის ტრანსფერის შესახებ.

27 წლის არგენტინელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ტრანსფერის თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში დე პაულმა 38 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, ცხრა გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.