ოფიციალურად - „ატლეტიკომ“ ლე ნორმანის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერზე დაწერა „რეალ სოსიედადის“ 27 წლის წლის ცენტრალური მცველის, რობინ ლე ნორმანის ტრანსფერის შესახებ.
უფრო ადრე ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ატლეტიკომ“ ეს ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლე ნორმანი „სოსიედადში” 2016 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე 43 მატჩი და ორი გატანილი გოლი იყო.
ამ ზაფხულს ლე ნორმანი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის გამარჯვებული გახდა.