ოდიკაძისა და შარიფოვის ბრძოლის ბოლო წამების დრამა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ბოლო წარმომადგენელი 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძე იყო.
მან რეპეშაჟში აზერბაიჯანელი შარიფოვის წინააღმდეგ იჭიდავა და 5:7 დამარცხდა. ეს იყო დრამატული ორთაბრძოლა, რომლის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქართველი 5:4-ს იგებდა, თუმცა შარიფოვმა დარჩენილ დროში ორქულიანი გდება შასრულა და 6:5 დაწინაურდა.
ბოლო წამზე ოდიკაძემ მეტოქეს ფეხი კარგად აუღო, თუმცა ორქულიანი გდებისთვის დრო აღარ ეყო. ქართველი მწვრთნელის, გორგი იანტელიძის ჩელენჯი არ დაკმაყოდილდა და 7:5 აზერბაიჯანელის სასარგებლოდ.