გამთამაშებლის როლი დღევანდელ კალათბურთში - ავსტრალიამ ოლიმპიური ბრინჯაო სლოვენიასთან ბრძოლაში მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გამთამაშებლის როლი დღევანდელ კალათბურთში - ავსტრალიამ ოლიმპიური ბრინჯაო სლოვენიასთან ბრძოლაში მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადაზე სლოვენიის ნაკრების გმირული სვლა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დასრულდა. 2-მილიონიანი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებმა ნახევარფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგეს, ფინალში გამსვლელ მატჩში კი საფრანგეთთან ბოლოწამს დათმეს.

მესამე ადგილისთვის სლოვენია ავსტრალიას დაუპირისპირდა და 93:107 დამარცხდა.

საინტერესო სანახავი იყო მეტოქე გამთამაშებლების, სლოვენიელი ლუკა დონჩიჩისა და ავსტრალიელი პატი მილსის დუელის ხილვა. რომელი უფრო სასარგებლო იყო, ამის გასარკვევად მშრალი სტატისტიკაც საკმარისია: მილსმა 42 ქულა და 9 პასი მოაგროვა, ხოლო დონჩიჩმა – 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა გამთამაშებლის როლი გუნდის წარმატებაში – მილსი შეუჩერებელი იყო და ავსტრალიელებს პირველი მედალი მოაპოვებინა ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში. საინტერესოა, რომ ოკეანელებს ოლიმპიადებზე მესამე ადგილისთვის მატჩი სამჯერ ჰქონდათ ნათამაშები და სამჯერვე წაგებული.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური ოქრო ამერიკამ მოიგო, რომელმაც ფინალში საფრანგეთს სძლია.