ოლიმპიური დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა [ფოტო]
ოლიმპიური დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა [ფოტო]

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.

ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

გულშემატკივრებმა დელეგაციას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მედლების რაოდენობის მხრივ, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.