გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი „მარსელის“ ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.
34 წლის ფეხბურთელმა „მარსელთან“ 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ ობამეიანგის ბოლო კლუბი იყო „ჩელსი“, რომელიც მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მანამდე აფრიკელი „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „დორტმუნდში“ თამაშობდა.