ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიკ ტაისონის ქალიშვილთან ივარჯიშა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიკ ტაისონის ქალიშვილთან ივარჯიშა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინდიან უელსში ერთობლივი ვარჯიში ჩაატარა ლეგენდარული მოკრივის მაიკ ტაისონის ქალიშვილთან – 9 წლის მილანთან, რომელიც ჩოგბურთში ვარჯიშობს.

„ინდიან უელსში ჩემი ყოფნის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო ვარჯიშზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მოწვევა. ვერ ვიჯერებდი, რომ მან დანაპირები აასრულა და ჩემთან მოვიდა. ეს თვალნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი ადამიანია ნოვაკი. დიდი მადლობა ჯოკოვიჩს იმისთვის, რომ თავის მჭიდრო გრაფიკში მონახა დრო და ჩემს საჩოგბურთო ცხოვრებაში საუკეთესო დღე მაჩუქა. ყოველთვის მემახსოვრება ეს მომენტი. ნოვაკს ოქროს გული აქვს”, – დაწერა გოგონამ თავის “ინსტაგრამზე”.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაასრულა გამოსვლა ინდიან უელსის “მასტერსზე“. მან მეორე წრეში სამ სეტში წააგო მსოფლიოს 109-ე ჩოგანთან, იაპონელ ტარო დანიელთან.