ნიუ მექსიკოს შტატში ხელის სადეზინფექციო ხსნარის დალევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში ხელის სადეზინფექციო ხსნარის დალევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთი კი, ხსნარის დალევის შედეგად დაბრმავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ალკოჰოლიზმს უკავშირდება. ხელის სადეზინფექციო საშუალებებს ალკოჰოლის მაღალი შემცველობა ჰქონდა, რაც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მომწამვლელია.