ნიუ მექსიკოში საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

01:40, 27.06.2021

აშშ-ში საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

შემთხვევა ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ალბუკერკეში მოხდა.

დაღუპულთა ასაკი 40-დან 60 წლამდე მერყეობს.

საჰაერო ბუშტი დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, როდესაც ჩამოვარდნა დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის მიზეზი. საგამოძიებო სამუშაოებს ადგილობრივი პოლიცია ახორციელებს.

მსგავსი