ნიუ მექსიკოში, აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ნიუ მექსიკოში, აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, აფეთქება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ფოიერვერკების ტრანსპორტირების დროს მოხდა.

სამართალდამცავების ცნობით, აფეთქება აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

დატოვე კომენტარი