ნიუ იორკში როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე გაანათეს [ვიდეო]

ნიუ იორკში როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე გაანათეს. საზეიმო ცერემონიას ამერიკული ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

მანჰეტენის ცენტრში აღმართული ნორვეგიული ნაძვი თითქმის 23 მეტრის სიმაღლისაა და 50 000 ნათურით არის მორთული.

ჩვეულებრივ, როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის ანთების ცერემონიას 750 000-მდე ადამიანი ესწრება, თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მასობრივი შეკრებები შეზღუდულია.

როკფელერის ცენტრთან საშობაო ნაძვის ხეს 1933 წლიდან დგამენ.

დატოვე კომენტარი