ნიუ-იორკში, რობერტ დე ნიროს რესტორანში საეჭვო ამანათი გაგზავნეს
ნიუ-იორკში, რობერტ დე ნიროს რესტორანში საეჭვო ამანათი გაგზავნეს

აშშ-ში, დემოკრატ პოლიტიკოსებთან და СNN-ის ოფისში გაგზავნილი ამანათის მსგავსი საეჭვო შეფუთვა ნიუ-იორკში, მსახიობ რობერტ დე ნიროს კუთვნილმა რესტორანმაც მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.  თუ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდება, ეს უკვე მერვე ბომბი იქნება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს გაუგზავნეს.

დე ნირო დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსია. ერთ-ერთი გამოსვლის დროს მსახიობმა პრეზიდენტს „ეროვნული კატასტროფა“ უწოდა.

მანამდე ასაფეთქებელი მოწყობილობები გაგზავნეს ჯორჯ სოროსთან, ბილ და ჰილარი კლინტონებთან, ბარაკ ობამასთან და CNN-ის ოფისში. გამოძიების ფედერალური ბიურო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამომგზავნს ეძებს. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამასა და ჰილარი კლინტონისთვს გაგზავნილ საეჭვო შეფუთვას ადრესატებამდე არ მიუღწევია. მისი აღმოჩენა საიდუმლო სამსახურმა შეძლო, როდესაც მაღალჩინოსნებისთვის პროტოკოლით გათვალისწინებულ საფოსტო გზავნილების შემოწმებას ახორციელებდა.