ნიუ იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვეფხვს, სახელად ნადიას, ასევე მის დას, აზულს, კიდევ ორ ვეფხვს და სამ აფრიკულ ლომს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ. ცხოველებს მადა დაუქვეითდათ.
ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, მათ ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც ამ დრომდე უსიმპტომოა.