ნიუ- იორკში აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
ნიუ- იორკში აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

ნიუ-იორკში, მთიანი ყარაბაღის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მომდევნო შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

3- საათიანი მოლაპარაკება ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა.

მხარეებმა კონფლიქტის დარეგულირებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.