ნიუ იორკის საკათედრო ტაძართან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
ნიუ იორკის საკათედრო ტაძართან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

სროლა იყო ნიუ იორკის საკათედრო ტაძართან. ცეცხლი უცნობმა პირმა გახსნა. „ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ჰაერში ისროდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ტაძართან ორმხრივი სროლა დაიწყო.

თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. სროლის შედეგად სამართალდამცველები არ დაშავებულან.

სროლა საკათედრო ტაძრის კიბეზე ტაძრის გუნდის მიერ საშობაო საგალობლების შესრულების დროს მოხდა. წარმოდგენა იყო საკათედრო ტაძრის პირველი საზოგადოებრივი ღონისძიება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო.