ნიუ ჰემფშირის შტატში, „დემოკრატიული პარტიის“ მიერ გამართულ პრაიმერიზში ბერნი სანდერსი ლიდერობს
ნიუ ჰემფშირის შტატში, „დემოკრატიული პარტიის“ მიერ გამართულ პრაიმერიზში ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს.
„ენბისის“ ცნობით, შიდა კენჭისყრაში მონაწილეთა ბიულეტენები 86 პროცენტი დათვლილია და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სანდერსს „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩეველთა 26,1-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მისი მთავარი კონკურენტს, ქალაქ საუთ-ბენდის ყოფილ მერ პიტ ბუტეჯეჯს კი ხმა 24,3-მა პროცენტმა მისცა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მესამე ადგილზე არის მინესოტის სენატორი ემი კლობუშარი, ხოლო მეოთხე – ელიზაბეთ უორენი.
აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კი დემოკრატების მხოლოდ 8,4 პროცენტი მიემხრო.
ნიუ ჰემფშირის შტატის პრაიმერიზი პირველია, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში გაიმართა. პრაიმერიზის დროს როგორც „რესპუბლიკური“ ისე „დემოკრატიული პარტია“ საპრეზიდენტო კანდადატს ირჩევს.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები კი 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.