ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი კრის კრისტი აიოვაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა
ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი კრის კრისტი აიოვაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი კრის კრისტი აიოვაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

კრის კრისტი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი კრიტიკოსია და, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელთა მხოლოდ 2%-ის მხარდაჭერას ფლობდა.

ამჟამად რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის, დონალდ ტრამპის გარდა, ასევე იბრძვიან ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი.

მედიის ცნობით, რესპუბლიკელთა სტრატეგი ჯონ ფიჰერი ვარაუდობს, რომ კრისტის გამოთიშვა ნიკი ჰეილისთვის იქნება სასარგებლო.

კრის კრისტი 2016 წელსაც იბრძოდა პრეზიდენტობისთვის, თუმცა ნიუ ჰემფშირში წარუმატებელი პრაიმერიზის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია ნაადრევად დაასრულა.