იტალიის კურორტი პასო სან პელეგრინო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით მიმდინარე სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობს. დღეს შეჯიბრი გიგანტურ სლალომში გაიმართა.
საუკეთესო შედეგი ქართველმა სამთო მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა აჩვენა. პირველ ადგილთან ერთად, მან მნიშვნელოვანი 31 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა. პირველობაში 10 ქვეყნის 110 სპორტსმენი ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, გიგანტურ სლალომამდე ნინო წიკლაური პასო სან პელეგრინოს ტურნირის საპრიზო ადგილზე სლალომშიც გავიდა. შედეგით ის მხოლოდ იტალიელ სოფია გრაფი ბრუნოს ჩამორჩა და მეორე პოზიცია დაიკავა.