ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ #1TVSPORT
ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ #1TVSPORT

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ მოიპოვეს.

წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშები იქნება, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს იასპარეზებს, სოსო ჯაფარიძე – 13-16 თებერვალს.

რამდენიმე დღის წინ, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.

უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.