ნინო პასიკაშვილი - ლიეტუვასთან მოვლენების სხვაგვარ განვითარებას ველოდით #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო პასიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის C2 ჯგუფში ლიეტუვასთან 0:3 მარცხზე და არ დამალა, რომ ოთხი დღის წინ, ვილნიუსში 0:0 დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ მეტის მოლოდინი ჰქონდა.
„მოვლენების სხვაგვარ განვითარებას ველოდით, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდით. წინ კიდევ ორი მატჩი გველის. ვფიქრობთ, მოვახერხებთ კონცენტრირებას და ჩვენს სახეს ვაჩვენებთ გულშემატკივარს.
მინდა, მადლობა ვუთხრა მათ სტადიონზე მობრძანებისთვის. ქომაგების გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, – ამბობს ნინო პასიკაშვილი.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ორი ქულით მეოთხე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი თბილისში, 1 დეკემბერს ლუქსემბურგის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 5 ნოემბერს თურქეთს ესტუმრება.