ნინო პასიკაშვილი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებით ბედნიერები ვართ #1TVSPORT
ნინო პასიკაშვილი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებით ბედნიერები ვართ #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს 28 თებერვალს გამართავს. გუნდები ერთმანეთს კვლავ „მიხეილ მესხი 2“-ზე შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩაატარა. გუნდებს შორის 25 თებერვალს გამართული ამხანაგური თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 3:0.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მასზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, ნინო პასიკაშვილმა გააკეთა.

„პირველი მატჩის შედეგით ბედნიერები ვართ, რადგან დასახული ამოცანა შევასრულეთ. მცირე მონაკვეთში ერთ გუნდთან ორი თამაშის ჩატარება ძალიან რთულია. მეტოქეებმა ერთმანეთი შევისწავლეთ. გვინდა, შეკრება დადებითად დავასრულოთ, მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. რამდენიმე ფეხბურთელს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, კარგად მომზადებას მოვახერხებთ“, – ამბობს ნინო პასიკაშვილი.