ბუქარესტში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნინო ოძელაშვილი ჭიდაობა სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია.
დღესვე ვაჟთა შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვეს.