ნინა თიბილაშვილმა ტაილანდში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნინა თიბილაშვილმა ტაილანდში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი​ ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ქართველმა ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში 15:11 ბრიტანელი ჯემა კოლინზი დაამარცხა, ფინალში კი პოლონელ კინგა დროჟის 15:9 სძლია და ტურნირის გამარჯვებული დამსახურებულად გახდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს, სილვია ტაუბერს 15:12 სძლია, ხოლო ფინალში მასპინძელ სანსუნ იანთან ანგარიშით 15:13 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გამოსვლას ხვალ განაგრძობს.