ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრენტოს ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა.
მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ტურნირზე მერვე ნომრად განთესილ გერმანელ ელმარ ეუპოვიჩს (404-ე მსოფლიო რეიტინგში) სამ სეტში, 6:7, 6:0, 7:5 მოუგო.
ოქტომბრის შემდეგ ტრენტოს ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებულია. მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ორი შეხვედრა მოიგო. მეთექვსმეტედფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა მანუელ პლუნგერი და ლორენცო სკიაბასი ორ სეტში დაამარცხა.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 869-ე პოზიციამდეა დაქვეითებული. მის საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო.