ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. ფინალში გასვლით ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება და 252-ე ადგილზე გადავა.
სეულის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ნიკოლოზი იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება, რომელიც შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 78-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.