ვიქტორ სანიკიძე - ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა #1TVSPORT
ვიქტორ სანიკიძე - ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფინეთთან გასამართი დღევანდელი მატჩის შესახებ ისაუბრა.

ვიქტორ სანიკიძე: „რთული მატჩი გველოდება. საკმაოდ ნაცნობი მეტოქეა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ახალი მოთამაშეა ამერიკიდან. იმედია, წარმატებული სტარტი ექნება ჩვენს ეროვნულ გუნდში და საქართველოში გამარჯვებულები ჩამოვალთ. შემდეგ უკვე საკუთარ კედლებში გვექნება თამაში, რაც უპირატესობას მოგვცემს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო, მოვიდნენ დარბაზში და უგულშემატკივრონ ნაკრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა“.

ვიქტორ სანიკიძემ „ვირტუსში“ თორნიკე შენგელიას გუშინდელი შესანიშნავი თამაში გამოარჩია და იმედი გამოთქვა, რომ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების კაპიტანი დღევანდელ მატჩშიც გამორჩეულად შედეგიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 21 ნოემბერს ფინეთში ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.