ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამხედროების შემდეგ, ახალგაზრდებს შეხვდა და ახალგაზრდული პროექტების დასაფინანსებლად სამ მილიარდამდე ბოლივარის ოდენობით თანხის გამოყოფის შესახებ ამცნო.
ნიკოლას მადურო ახალგაზრდებს სამუშაო ადგილებსაც ჰპირდება. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნული შეხვედრის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს შეხვედრაზე მისული მადურო სიმღერაზე, რომლის ტექსტშიც მისი სახელი ისმის.