ნიკოლაი სიგნევიჩი – ბათუმის სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო #1TVSPORT
ბორისოვოს „ბატეს“ თავდამსხმელმა ნიკოლაი სიგნევიჩმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ პირველი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა 1:0.
„ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ხასიათი უნდა გამოვავლინოთ და სახლში კარგი თამაში ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეს პატივისცემით ვეპყრობით და განმეორებითი შეხვედრისთვის მთელი პასუხისმგებლობით მოვემზადებით. თამაშის ბოლოს კარგი მომენტი მქონდა. გატანაში ხელი რამ შემიშალა? ეს ყველაფერი ბრძოლის დროს მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავინახე, ბურთი სად წავიდა. მაგრამ ჩვენ ბევრი ვეცადეთ და ბოლოს, ნეხაიჩიკმა გაიტანა“, – განაცხადა სიგნევიჩმა.
ბელარუსის ვიცე-ჩემპიონის ფეხბურთელმა ბათუმში ნანახ ატმოსფეროთი აღტაცება ვერ დამალა.
„როგორ მომეწონა მატჩის ატმოსფერო? უმაგრესი იყო! ვიმედოვნებ, რომ „ბორისოვო-არენაზეც“ არანაკლებ გულშემატკივრები იქნებიან! ჩვენ გელოდებით და ვენდობით თქვენს მხარდაჭერას“.
ბათუმის „დინამოსა“ და „ბატეს“ განმეორებითი მატჩი ბორისოვოში 29 ივლისს გაიმართება. ბელარუსის ვიცე-ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდი „პეტროკუბის“ (მოლდოვა) და „სივასპორის“ (თურქეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.