ბათუმის „დინამომაც“ წააგო - „ბატემ“ განმეორებითი მატჩის წინ მინიმალური უპირატესობა მიიღო #1TVSPORT
ბათუმის „დინამომაც“ წააგო - „ბატემ“ განმეორებითი მატჩის წინ მინიმალური უპირატესობა მიიღო #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ბათუმის სტადიონზე ბელარუსულ „ბატესთან“ გამართა და დასანანი მარცხი განიცადა.

10 ათასზე მეტი გულშემატკივრის მხარდაჭერით გამხნევებული გია გეგუჩაძის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქის დაცვაში სისუსტეებს ეძებდა, მაგრამ გამოცდილ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე ბელარუსებმა გაიტანეს: მწვავე კონტრშეტევის შემდეგ დმიტრი იუსოვის დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო პაველ ნეხაიჩიკმა დამატებაზე ზუსტად ითამაშა – 1:0 „ბატეს“ სასარგებლოდ.

ბათუმელებმა დარჩენილ წუთებში მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბატეს“ და ბათუმის „დინამოს“ განმეორებითი მატჩი ბელარუსში, ბორისოვოში 29 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი