ნიკოლ ფაშინიანმა გაგიკ წარუკიანთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმად, წარუკიანის პარტია პრემიერობის კანდიდატს არ წამოაყენებს
ნიკოლ ფაშინიანმა გაგიკ წარუკიანთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმად, წარუკიანის პარტია პრემიერობის კანდიდატს არ წამოაყენებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანთან ერთად, მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ხელშეკრულება პარტია „აყვავებულ სომხეთს“ ავალდებულებს, არ წამოაყენოს პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი იმ შემთხვევაში, თუ 2018 წლის დეკემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და მხარი დაუჭიროს ნიკოლ ფაშინიანს.

აღსანიშნავია, რომ წარუკიანისა და ფაშინიანის პარტიები 105-ადგილიან პარლამენტში ჯამში 40 მანდატს ფლობენ. ხოლო ამჟამად ოპოზიციაში გადასული, ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობით, 50 მანდატით არის წარმოდგენილი. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგებიან და ამას საარჩევნო კოდექსის რეფორმირების აუცილებლობით, არჩევნების დამკვირვებლებისა და პოლიტიკური ძალებისთვის მოსამზადებლად დროის უზრუნველყოფის მიზნით ხსნიან.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჯერ განსაზღვრული არ აქვთ ფრაქცია „დაშნაკცუთიუნში“, რომელიც ექვს ადგილს ფლობს.